2018 წელს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლების მიერ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი- რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბი. სამუშაო ჯგუფი გაეროს განვითარების პროგრამის ( UNDP) მხარდაჭერით ახორციელებდნენ სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც მიმართული იყო ინოვაციური მეთოდების საშუალებით ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრაზე.

2019 წელს იმავე საინიციატივო ჯგუფმა დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავის ინოვაციების ჰაბი“ - ადგილობრივი ინოვაციების პლატფორმა.

ორგანიზაცია მუშაობს შემდეგ საკითხებზე:

  • ინტერსექტორული თანამშრომლობის განვითარება
  • მუნიციპალური სერვისების განვითარება
  • ახალგაზრდების დასაქმების ალტერნატიული გზები
  • გარემოსდაცვითი საკითები
  • ჩართულობის/მონაწილეობის ინოვაციური მექანიზმები
  • ბიზნეს განათლება
  • თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება

მისია

რუსთავის ინოვაციების ჰაბის მისია არის სამოქალაქო ჩართულობის ახალი მეთოდების შემუშავება, ინტერსექტორული თანამშრომლობის განვითარება და წარმატებული მაგალითების განხორციელებისა და რეპლიკაციის ეფექტური მეთოდების შექმნა.

რუსთავის ინოვაციების ჰაბის მიზნებს წარმოადგენს:

  • სამოქალაქო ჩართულობის მეშვეობით მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის იდეების გენერირება
  • ინოვაციური სერვისების შემუშავების მხარდაჭერა
  • საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარება
  • ქალაქის ინოვაციური განვითარებისთვის პროექტებისა და აქტივობების მომზადება
  • ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავება
  • ინოვაციური პროექტების უცხოური მაგალითების ძებნა და ადაპტაცია
  • ახალი უნარების შექმნა და განვითარება საჯარო მოხელეებისთვის
  • უცხოური მაგალითების გათვალისწინებით რევიტალიზაციის საკითხებზე მუშაობა

აქტივობები


პროექტები

კონტაქტი


ელ-ფოსტა : rustavi@hub.org.ge

მისამართი : რუსთავი, კოსტავას გამზ. 22