რუსთავის ინოვაციების ჰაბი პოლონელ პარტნიორ ორგანიზაციასთან - Urban Workshop ერთად ახალ პროექტს იწყებს.
პროექტის მიზანია, დაეხმაროს სამიზნე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უკეთ განსაზღვრონ გამოწვევები და წარმატებით მოიპოვონ დაფინანსება მათ დასაძლევად.
პროექტის ძირითადი ამოცანებია: 1) ინოვაციების ლოკალიზაცია , ბენეფიციართა საჭიროებებზე ორიენტირებული პოლონური მეთოდოლოგიის ადაპტირება და მორგება ადგილობრივ გამოწვევებზე. 2) ციფრული ინსტრუმენტის ადაპტაცია და მისი გავრცელების ხელშეწყობა ტრენინგების სერიის საშუალებით. 3) გამართული ციფრული ინსტრუმენტის დანერგვა ქართულ ენაზე.
პროექტი "იცოდე შენი გამოწვევა" ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, Polish Challenge Fund მეშვეობით, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი ხორციელდება რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობით და დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ. მისი მიზანია რუსთავის ახალგაზრდებისთვის სამეწარმეო ეკოსისტების შექმნის ხელშეწყობა მათი მონაწილეობით ჰაკათონებსა და ურბანული დაგეგმარების პროცესებში ქალაქის მდგრადი მწვანე განვითარებისთვის. პროექტი ასევე გულისხმობს სატრენინგო კურსებს საჯარო მოხელეებისთვის უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებით მუნიციპალური სერვისების დაგეგმარებაში.
ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული ინიციატივა M4EG, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ , 2017 წლიდან მიმდინარეობს. 2021 წლიდან, M4EG ინიციატივის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უძღვება, ევროკავშირთან (EU), ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე.
დონორი: UNDP - პროექტი დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში, რომელიც დაფინანსებულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.
პროქტის მიზანია: სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების გადაჭრის პროცესში, მხარეების თანამშრომლობის გაზრდა და ინტერ სექტორული თანადაფინანსების პროცესების გაძლიერება, მათი ინსტიტუციონალიზაციის საშუალებით.
პროექტი განხორციელდება მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში.
პროცესში მოხდება რუსთავის ინოვაციების ჰაბის მიერ შექმნილი სხვადასხვა ჩართულობის მექანიზმების რეპლიკაცია სამიზნე მუნიციპალიტეტებში და მოხდება თანამშრომლობის ინტერსექტორული პლატფორმების შექმნა; სამიზნე მუნიციპალიტეტებში შეიქმნება ადგილობრივი ინიციატივების თანადაფინანსების პრაქტიკული სამართლებრივი მექანიზმები; მუნიციპალიტეტებში პრაქტიკაში დაინერგება თანადაფინანსების და კრაუდფანდინგის მექანიზმები და განზოგადდება სხვა მუნიციპალიტეტებისათვის.
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
დონორი: UNDP ჩეხეთი.
პარტნიორი: ჩეხური ორგანიზაცია MEPCO
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჩეხური გამოცდილების გაზიარება რუსთავში, ქალაქში მონაწილეობის ინოვაციური ინსტრუმენტების შემუშავება და ამოქმედება. აქტივობები: საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა ადგილობრივი თვითმამრთველობისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას; მობილური აპლიკაციის შექმნა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები შეძლებენ მიაწოდონ თვითმმართველობას საკუთარი იდეები, შეაფასონ სხვადასხვა ინიციატივები, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში; მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია.
პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე
დონორი: UNDP ჩეხეთი.
პარტნიორი: ჩეხური ორგანიზაცია MEPCO
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინტერ-სექტორული თანამშრომლობის ქსელის - ინოვაციების ქსელი; პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა რუსთავში ახალგაზრდული ეკონომიკის მხარდასაჭერად და უმუშევრობის შესამცირებლად. პროექტში ჩართული არიან ადგილობრივი თვითმმართველობა, კერძო, საგანმანათლებლო და სამოქალაქო სექტორი.
რუსთავის ინოვაციების ჰაბი აქტიურად მუშაობს ქალაქში არსებულ სხვადასხვა სექტორებთან იმ პრობლემებისა და გამოწვევების ერთობლივად დასაძლევად რაც დღეს დგას რუსთავის წინაშე. პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა ქსელის CSR სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და ჩატარდა ტრენინგი ქსელის წევრი ორგანიზაციებისთვის და ცნობიერების ამაღლების კამპანია.
პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე
დონორი: UNDP
პროექტის ფარგლებში განხორციელდა:
ახალგაზრდების ალტერნარტიული ტექნიკური და სამეწარმეო უნარების განვითარების საპილოტე მოდელების დანერგვა: რუსთავში ახალგაზრდებისთვის ხელოვნური ინტელექტის და ბლოკჩეინის ცენტრის ამოქმედება; მომავლის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით PBL -პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის დანერგვა რუსთავის რამდენიმე სკოლაში და „აიდეათონი“-ს კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდების ინოვაციური იდეების გენერირება იდეები პოსტ Covid ქალაქისთვის.
მონაწილეობითი თვითმმართველობის მოდელების შემუშავება: სამაგიდო თამაში „რუსთავი“-ს შექმნა და წარმატებით დანერგვა; ფორსაიტის მეთოდოლოგიის შექმნა და დანერგვა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ქალაქის გრძელვადიანი ურბანული ხედვის გეგმის შემუშავება.
კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობის განვითარება: ქალაქში პლასტმასის ნარჩენების მოგროვება გადამუშავების საპილოტე ციკლის შექმნა; სტარტაპ იდეების კონკურსი- ბიზნეს სტარტერი, რომლის ფარგლებშიც ოთხი გამარჯვებული გუნდი დაფინანსდა, საკუთარი სტარტაპის განსახორციელებლად.
ინოვაციური საჯარო სერვისების შექმნა: რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ჩატბოტის სი ბოტი – Ci Bot შექმნა - პირველი ხელოვნური ინტელექტი,რომელიც საჯარო მოხელეა. თანამშრომლობა ტყიბულის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით.