სერვისები                                                                        

"სი ბოტი"- რუსთავის მერიის ჩატბოტი

  რუსთავის ინოვაციების ჰაბმა, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და კომპანია „პულსარის“ მეშვეობით, შექმნა რუსთავის მერიის ჩატბოტი - საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტი,რომელიც საჯარო მოხელეა. ჩატ ბოტი მოქალაქეებს ყველაზე სწრაფად მიაწვდის კომპეტენტურ ინფორმაციას სახლიდან გაუსვლელად, მუნიციპალური სერვისების შესახებ და არამარტო.
რუსთავის მერიის ჩატ ბოტის სახელია- „სი ბოტი- Ci Bot“.
• სი ბოტი 25 წლის სწრაფი, სანდო და კომპეტენტური საჯარო მოხელეა. იგი თქვენთან ურთიერთობის არაფორმალურ გზას ირჩევს.
• ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით, მას შეუძლია მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით, ესენია: საჯარო ინფორმაცია, სოციალური პროგრამები, არქიტექტურული სერვისი, სამხედრო გაწვევა, მუნიციპალური ქონება და ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებული საკითხები.
• ასევე, სი ბოტი ფლობს და გასცემს საჭირო ცნობებსა და ინფორმაციას კორონა ვისურის შესახებ: სტატისტიკები, რეკომენდაციები, როგორ მივიღოთ დახმარება ან გავხდეთ მოხალისე.

სი ბოტი ამარტივებს ბევრ დამღლელ და რთულ პროცედურას, ამცირებს ბიუროკრატიის ხარისხს და მოსახერხებელსა და კომფორტულს ხდის ყოველდღიურ საქმიანობებს; მუნიციპალიტეტს ეხმარება, რომ მოქალაქეებთან დაამყაროს სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია, ხოლო მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.

აქტივობები


პროექტები

კონტაქტი


ელ-ფოსტა : rustavi@hub.org.ge

მისამართი : რუსთავი, კოსტავას გამზ. 22