სიახლეები                                                                          
19/02/21

რუსთავში ახალგაზრდებისთვის ხელოვნური ინტელექტის და ბლოკჩეინის ცენტრი

2020 წელს, რუსთავის ინოვაციების ჰაბმა, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის ცენტრი გახსნა.
პროექტის განხორციელებაზე რუსთავის ინოვაციების ჰაბი ჰოლანდიურ კომპანია Effect AI-სთან ერთად მუშაობდა, რომელიც მსგავს ცენტრებს მსოფლიოს მასშტაბით ქმნის. პროექტის მთავარი მიზანი რუსთაველი ახალგაზრდების დასაქმებაა და ცენტრში მოხვედრილ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ, დასაქმდნენ და მიიღონ ფინანსურ სარგებელი ამ სფეროში, რაც დაეხმარება რუსთავს ინოვაციურ ქალაქად იქცეს.

სურათი

©2024, რუსთავის ინოვაციების ჰაბი