სიახლეები                                                                          
19/02/21

,,აიდეათონი - პოსტ კოვიდ ქალაქის გამოწევები“

2020 წელს, რუსთავის ინოვაციების ჰაბმა, პარტნიორებთან ერთად განახორციელა პროექტი ,,აიდეათონი - პოსტ კოვიდ ქალაქის გამოწევები“ რომლის ფარგლებშიც მოხდა ახალგაზრდული გუნდების მიერ მომზადებული იდეების მხარდაჭერა და მათთვის კრაუდფანდინგის პრინციპების სწავლება.
სწორედ ახალი რეალობის გათვალისწინებითა და მასთან ადაპტირებისთვის ქ. რუსთავში განხორციელდა პროექტი — „აიდეათონი“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეიმუშავეს და წარმოადგინეს საკუთარი ინოვაციური იდეები პოსტ Covid ქალაქისთვის- თუ როგორ გააუმჯობესონ ეკონომიკური და სოციალური პროცესები პანდემიის პირობებში. აიდეათონის მიზანი იყო ახალგაზრდებისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის გაერთიანება პრობლემის გადაჭრის გზების დასახვისა და რეაგირების კომპლექსური მოდელის შესაქმნელად. პარტნიორთა გუნდი — რუსთავის ინოვაციების ჰაბი, Future Laboratory-ის და პლატფორმა “ორბელიანი”, რუსთავის მერიასთან თანამშრომლობით და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ორკვირიანი მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში მუშაობდა ახალგაზრდებთან პროექტებზე დაფუძნებული სწავლების (PBL) მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომელიც დისტანციურ რეჟიმში განხორციელდა.
„აიდეათონის“ ფარგლებში, ცამეტმა გუნდმა იდეები წარუდგინა ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. რუსთავის ინოვაციების ჰაბმა, პარტნიორებთან ერთად უზრუნველყო კერძო და და საჯარო სექტორის ჩართულობა ვირტუალურ აიდეათონში. ფინალისტები წარდგნენ პოტენციური სპონსორების წინაშე, რათა მათ იდეებს მიეღოთ ფინანსური თუ არაფინანსური დახმარება. მოსწავლეების პროექტები საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა: საინფორმაციო კამპანია ვირუსთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო პლატფორმის, საიტისა და ანიმაციების შექმნა, სიმპტომებისა და ბაქტერიების აღმომჩენი ხელსაწყოებისა და სადეზინფექციო მოწყობილობების შექმნა, ურბანული მეურნეობისა თუ ჩატ-ბოტების განვითარება; და შეიქმნა პრეცედენტი, თუ რამდენად ეფექტურია სხვადასხვა სექტორის ერთობლივი მუშაობა და ძალების გაერთიანება საერთო მიზნის მისაღწევად.

სურათი

©2024, რუსთავის ინოვაციების ჰაბი