2024 წლის 12 ივნისს, პროექტის "იცოდე შენი გამოწვევა" ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა დონორ - გრანტის გამცემ ორგანიზაციებთან.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო რეკომენდაციების და მოსაზრებების მოსმენა პლატფორმის შემდგომი განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მის ოპტიმიზაციას და მომხმარებელთა საჭიროებებთან უკეთ ადაპტაციას.
პროექტს "იცოდე შენი გამოწვევა" რუსთავის ინოვაციების ჰაბი ახორციელებს პოლონელ პარტნიორ ორგანიზაციასთან - Urban Workshop ერთად.
პროექტი "იცოდე შენი გამოწვევა" ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, Polish Challenge Fund მეშვეობით, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.