სიახლეები                                                                          
02/10/20

რუსთავის ინოვაციების ჰაბი აგრძელებს სამუშაო შეხვედრების ციკლს ტყიბულის მუნიციპალიტეტში

რუსთავის ინოვაციების ჰაბის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საკუთარი საინტერესო და საჭირო გამოცდილების სხვა ქალაქებისა თუ მინიციპალიტეტებისთვის გაზიარება. სწორედ ამ მიზნის ფარგლებში რუსთავის ინოვაციების ჰაბსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა ერთობლივი ძალებით იმოქმედონ და ხელი შეუწყონ ჰაბის მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მათ შორის იგულისხმება მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა, ინტერსექტორული და ინტერმუნიციპალური გამოცდილების გაზიარება.

სურათი

©2024, რუსთავის ინოვაციების ჰაბი